მთავარი

 კვლევის კითხვარი



ეკოლოგიური პრობლემებიზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობისაა. შესაბამისად, ის უდიდეს როლს თამაშობს საზოგადოების ცხოვრებაში. უამრავი გლობალური პრობლემა დღეს გარემოში ადამიანის საქმიანობის შედეგია. ამ ტემპის შენარჩუნება კი სასწორზე დებს თანამედროვე ცივილიზაციას. ისევე როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც ბევრი ეკოლოგიური პრობლემა, მაგალითად, როგორიცაა სხვადასხვა დამაბინძურებლის გამონაბოლქვი, საჭიროებს ამ მიმართულებით გარემოს დაცვის განსაკუთრებული პოლიტიკის გატარებას.  როდესაც სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის შესაძლო თანმდევი ნეგატიური გავლენა, რაც სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ შეიძლება მოახდინოს საქართველოს ეკოლოგიურ გარემოსა და ბუნებრივ რესურსებზე.




 საზოგადოების განვითარების თანამედროვე ეტაპზე გლობალური ეკოლოგიური ტენდენციები აშკარად შემაშფოთებელია, ამიტომ ადამიანისთვის სასიცოცხლო სივრცის, გეოგრაფიული გარემოს ხელსაყრელი პირობების შენარჩუნება  საერთაშორისო პრობლემაა,  ეკოლოგიური პრობლემებისთვის არ არსებობს ცნება „სახელმწიფო საზღვარი“.

























პროექტის შესახებ            იხილეთ 

   ეკოლოგიური პრობლემების შესახებ მე ჩავატარე კვლევა. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ყველა რესპოდენტმა იცის ეკოლოგიური პრობლემების შესახებ. რესპოდენტების 55,6% თვლის რომ  ეკოლოგიური პრობლემის მთავარი მიზიეზი ეს არის: კვამლი ქარხნებიდან, 22,2%- რომ ზღვაში ჩაყრილი ნარჩენები, 11,1%- რომ ყველა თავის მხრივ ზიანს აყენებსგარემოს, 11,1%- რომ ყველა.უმეტესობა ფიქრობს, რომ ზღვაში გადაყრილი ნაგავი, ქარხნების კვამლი, მანქანების კვამლი, ირგვლივ გადაყრილი ნაგავი ზიანს აყენებს ჩვენს გარემოს, ამის შედეგად წარმოიქმნება დაავადებები. ყველა რესპონდენტს მიაჩნია, რომ ზღვაში გადაყრილმა ნაგავმა შეიძლება საშინელი ზიანი მიაყენოს ზღვის ცხოველებს, და მართლაც ასეა.


   იმედი მაქვს, რომ ჩემი პროექტის შედეგად ხალხი მიხვდება, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი გარემო, რადგან ყველა ცოცხალი არსება მოკვდება გარემოს დაბინძურების შედეგად.



No comments:

Post a Comment